|
2020-05-21 14:11:07, 1409 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ბევრმა კომპანიამ ამ მძიმე სიტუაციით ისარგებლა. „ე.წ ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ძალიან კარგად გამოხატავს მთლიანად იმას, თუ რაც არის თქვენი ე.წ ანტიკრიზისული გეგმა. ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, რაც ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, რაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული კასტისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ დატყობია აღნიშნული ეპიდემია. პირიქით, ძალიან ბევრმა კომპანიამ, რომელიც „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული, ისარგებლა ამ მძიმე სიტუაციიდან და სარგებელი ნახა, ბიზნეს ინტერესების გაფართოების საშუალება ნახა, მაგრამ მათგან განსხვავებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს მაშინ, როდესაც გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია მთელი ქვეყანა, მაგრამ გაჩერებული არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ბიზნეს ინტერესები და მათი კომპანიების საქმიანობა, გაჩერებული არ არიან ბიძინა ივანიშვილის ხეები და გაჩერებული არ არის ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი“, - განაცხადა ბოკუჩავამ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლების ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა დაგვიანებულია. „ჩვენ, ოპოზიციამ შემოგთავაზეთ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი, რაც შეეძლო ხელისუფლებას, რომ გადაედგა. ვითხოვდით კომუნალურ ვაუჩერებს. ხელისუფლებამ ეს გააკეთა, მაგრამ აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით საშემოსავლო გადასახადის განახევრებას, მაგრამ აქაც დღეს ვხედავთ, ბატონ გიორგის მიერ წარმოდგენილი კანონით, რომ ხელისუფლება მხოლოდ ექვსი თვით აკეთებს ამას და მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე, აქაც ძლაიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით, რომ მოხდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება კიდევ სამი თვით, დღეს ვნახეთ გახარიამ დაანონსა, რომ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პროცენტის ვალდებულების გადავადება, აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ეს არის რეალურად ის პასუხი, რაც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო საქართველოს ხლეისუფლების მხრიდან იმ სახსრების საფუძველზე, რომელიც საქართველოს გამოუყო საერთაშორისო ინსტიტუციებმა და რომელიც უნდა განაწილდეს, არა პოლიტიკური პრეფერენციების, არამედ საჭიროების მიხედვით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით ისევე, როგორც მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ადამიანებს კილომეტრებით სიარული უწევდათ იმისთვის, რომ პური ეყიდათ, რადგან საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვები არსებობდა, მაგრამ ამ დროს რუსთაველზე, თქვენი ხელისუფლების სახე, ოთარ ფარცხალაძე, კრიმინალი, დაბურულშუშებიანი შავი ჯიპით უკანონოდ გადაადგილდებოდა. აი, ეს არის რეალურად ე.წ ანტიკრიზისული გეგმა და ეს არის რეალურად ის ნაწილი, რომელიც ბატონმა გიორგიმ აქ წარმოადგინა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)