|
2020-05-19 09:20:13, 1237 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს
ევროპარლამენტი დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. ანგარიშში საუბარია იმის შესახებ თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას. ანგარიშში ადგილს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული 8 მარტის შეთანხმებაც იკავებს. ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ შეთანხმება დროულად იქცეს კანონად. გარდა ამისა, დოკუმენტში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტს პატივი სცეს, რისი ვალდებულებაც ასოცირების შეთანხმების მიხედვით ნაკისრი აქვს. ვწუხვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა, სერიოზული ხარვეზებით განხორციელდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)