12:06 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 15:11:25, 1074 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენი ამოცანა არაა, რომ ყველა ერთ კოალიციაში ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა სინერგია გვქონდეს ქმედებების

„ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ყველა ერთ კოალიციაში ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა სინერგია გვქონდეს ქმედებების“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ, გიორგი ვაშაძე „ახალ საქართველოს“, გვაქვს ყველაზე მზარდი რეიტინგი, ჩვენ ვართ კოალიციაში გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“ და ამ კოალიციით ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას. სხვა სუბიექტებს თუ ენდომებათ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსვლა, მზად ვართ განვიხილოთ. მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ყველა ერთ კოალიციაში ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა სინერგია გვქონდეს ქმედებების. უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველ ამომრჩეველსაც აქვს განსხვავებული გემოვნება. ერთი გემოს მომატებით მეორე გემო არ უნდა დავცალოთ ბოლომდე. ამიტომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც კოალიციურ მმართველობას შექმნის ქვეყანაში, გაუშვებს „ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში და ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics