|
2020-05-18 09:56:42, 1314 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი - პანდემიის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს დახმარებით, სამშობლობში 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა
კოვიდ - 19 - ის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების დახმარებით საქართველოში 200 - ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა სამშობლოში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ათეულობით მეზღვაურის ქეისს სწავლობს და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობით ხელს უწყობს ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების პროცესს. სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, დღეს მეზღვაურები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლაში. საზღვაო ტრანსპორტით მსოფლიო ტვირთების 90% გადაიზიდება და შექმნილი კრიზისის გამო მეზღვაურებს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რომ მსოფლიო ლოგისტიკურმა ჯაჭვმა შეუფერხებლად იმუშაოს. „ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების როტაციისა და რეპატრიაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად განხორციელდეს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გაქვს საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან გემებზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის უზრუნველსაყოფად. მათი სამშობლოში ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის ბევრი ფაქტორი და დეტალია გასათვალისწინებელი და შესათანხმებელი პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის გემთმფლობელებთან და იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება მეზღვაურთა გადაადგილება", - განაცხადა საზღვაიო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიერ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა საზღვაო სექტორის გამართული მუშაობის, აგრეთვე უცხოეთში დასაქმებული ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების შესამსუბუქებლად.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)