12:00 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 17:49:17, 1914 ნახვა

პოლიტიკა
კახიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ქვეყნის წარმატება არ არის სასურველი

„ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, პარლამენტი გააგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების  განხილვას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  თავდაპირველად  დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვის ეტაპი, ხოლო ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები  პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვის დასრულება.

„რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ პროცესთან მიმართებაში, იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარეშეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აიღეს ამ შეთანხმების ხელმოწერისას და დღეს გადაწყვიტეს, რომ მას მხარი არ დაუჭირონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმების გარეშეც  განვახორციელებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა მათი მოქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის წარმატება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება  მათთვის არ არის სასურველი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics