|
2020-05-08 17:40:28, 1258 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერავინ მიგვითითებს სად უნდა დავნიშნოთ ის
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერცერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ის და სად არა - ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ უკრაინულ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მაშინ როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰყავდა გამოწვეული ელჩი კიევიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მეგობრულ ურთიერთობას გააგრძელებს საქართველოსთან, თუ ქართველ პარტნიორებსაც იგივე ინტერესი ექნებათ. „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, იგი სახელმწიფო სამსახურს ადრეც ეწეოდა, ამიტომ ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ისევ მეგობრულად დარჩეს. რაღათქმაუნდა თუ ჩვენი ქართველი პარტნიორებისგანაც იდენტური ინტერესი წამოვა“, - განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან მაშინაც კი, თუ ის უკრაინის მისამართით მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. „ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრეთ. ეს იყო ძალიან მშვიდი, ზომიერი საუბარი. მან ამიხსნა თავისი მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ და მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა კულებამ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს 7 მაისს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე დაამტკიცეს.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)