|
2020-05-07 19:58:45, 1385 ნახვა
პოლიტიკა
პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ, საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას, მაღალი შეფასება მისცა
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა (შემდგომში ცენტრმა) ა.წ. 14 აპრილს მიიღო წერილი აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერის პროფესორ ენტონი ფაუჩისგან, სადაც მან საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა: აღსანიშნავია, რომ ცენტრი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს NIAID/NIH-თან. ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის თანამედრო ტიპის სამსახურის შექმნას და განვითარებას და ზოგადად აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ბიოსამედიცინო დარგში. 2017 წლის ოქტომბერში პროფესორ ფაუჩის ინიციატივით, ქ. ბეთესდაში ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის წამყვანი წევრებისათვის სპეციალური მიღება და სამეცნიერო სესია გაიმართა. შეხვედრის მიზანი NIAID/NIH-სა და ცენტრს შორის 20-წლიანი წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო. ზემოთაღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ცენტრის აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში უდიდესი მიღწევების და დამსახურებების მკაფიო აღიარებაა. შეხვედრის დროს, თენგიზ ცერცვაძემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და აკაკი აბუთიძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილების შედეგებზე და NIAID-თან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი კვლევების ძირითად მიღწევებზე. აგრეთვე ამერიკულ მხარეს გააცნეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი შედეგები. პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ ქართველ კოლეგებს გააცნო NIAID/NIH-ის სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები. მან მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგებს და ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. მან გამოთქვა რეკომენდაციები მომავალი კვლევების პრიორიტეტების თაობაზე. ამერიკის მხარემ ქართველი კოლეგებისთვის მეგობრული სადილიც გამართა.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)