|
2020-05-06 19:01:59, 1816 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილის უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში დანიშვნით, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება
სააკაშვილის უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნით, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის არ ყალიბდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. „უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სააკაშვილი არ დანიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, საკმაოდ დისონანსურია მისი დანიშნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. რასაკვირველია, ამით ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება. ის საკმაოდ ფართო ფორმატში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში. ასე, რომ ამ თემაზე სამსჯელო იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი მდივნის თავმჯდომარედ ნიშნავენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)