|
2020-05-06 16:59:53, 1574 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების მეორე ეტაპი გრძელდება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში კომპანია „არქისთან“ ერთად, მონაწილეობა „ვისოლ ჯგუფმა“ კიდევ ერთხელ მიიღო. კამპანიაში ასევე, ჩაერთნენ „გრადა“ და „ქართული სამართლის ჯგუფი“. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „იმ ოჯახებისა და ადამიანებისთვის დახმარება გრძელდება, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს ბიზნესსექტორმა ის პროდუქტები გადმოგვცა, რომლებიც ჩვენს მიერ არის შედგენილი. ეს კომპანიებია: „ვისოლ ჯგუფი“, „გრადა“, „ქართული სამართლის ჯგუფი“ და დეველოპერული კომპანია „არქი“. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ რიგით მოქალაქეებს, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით, დაახლოებით, 10 000-მდე ოჯახს მათ მიერ შეგროვებული პროდუქტები უკვე გადაეცა. ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გამგეობების თანამშრომლებს, ასევე, მოხალისეებს პროცესში ჩართულობისთვის, რადგან ესენი არიან ადამიანები, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში საკვები პროდუქტები იმ ოჯახებში მიაქვთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციაში უკვე მეორედ ჩაერთო დეველოპერული კომპანია „არქი“. „რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. დეველოპერული კომპანია „არქი“ პირველი ჩაერთო აღნიშნულ აქციაში და პირველმა მოიტანა პროდუქტები. დღეს კამპანიაში მეორედ ვმონაწილეობთ და 500 ყუთი სურსათ-სანოვაგე მოვიტანეთ, რომელიც ჩვენს ხანდაზმულებს დაურიგდება. მერიის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დახმარება უკვე 15 000-მდე ოჯახში მივიდა. ასევე, მნიშვნელოვანია აქციაში ბიზნესსექტორისა და თითოეული ადამიანის ჩართულობა“, - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ 15 000-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ. მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება. ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)