10:03 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 13:08:54, 1625 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცეგოვინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცოგოვინაში, კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე ქ. გრუდეში იმყოფებოდა, საიდანაც, ბოსნია და ჰერცოგოვინას მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.

„ანკარაში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე აკრედიტებულია ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოსნიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის საჭირო სპეციალური ნებართვის მოპოვება, რის შემდეგაც, შესაძლებელი გახდა მათი ტრანსპორტირება ქ. გრუდედან სერბეთის საზღვრამდე. ხოლო სერბეთში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ  უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება და შესაბამისი ნებართვების მოპოვება  უნგრეთის საზღვრამდე გადაადგილებისთვის. თავის მხრივ, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდა მათი ტრასნპორტირება ქ. ვენამდე, ხოლო ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით კი, მათთვის მოპოვებულ იქნა ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლისა და გამგზავრების ნებართვა.

ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, მ/წლის 1 მაისს, ხსენებული საქართველოს მოქალაქეები ქ. ვენიდან ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. მინსკის მიმართულებით, საიდანაც ბელარუსში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ასევე შესაბამისი ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. ერევანში, საიდანაც სომხეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ორგანიზებული დერეფნის საშუალებით  გამოემგზავრნენ სამშობლოში.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics