|
2020-04-30 10:30:42, 1856 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის ცუდი შედეგით დასრულდება
„ვითარება უკრაინაში გაცილებით რთულია, ვიდრე საქართველოში იმასთან შედარებით, რა რესურსიც და პოზიტიური პერსპექტივაც გააჩნია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ტვ „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია იმდენად, რამდენადაც მსოფლიო პოლიტიკის დღეს არსებული პრაგმატიზმი მოითხოვს. „ჩვენი მსხვილი პარტნიორებისთვის - ევროპისა და აშშ- სთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ ახლოს და მთელ რიგ საკითხებზე გვქონდეს კოორდინაცია. საქართველოსაც არ აქვს ფართო პოლიტიკური სპექტრი. არის მიშა სააკაშვილის კლასტერი, არის ხელისუფლება და მცდელობა იმისა, რომ დესტრუქცია მოხდეს, რის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი. ახლა ეს სააკაშვილი გამოჩნდა უკრაინასთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია სტრატეგიული ინტერესები. სააკაშვილის პოლიტიკური მომხრესც რომ იყოს, ისიც უნდა ხედავდეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა ფუჭდება სააკაშვილის ფაქტორით“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. მისი მოსაზრებით, ფარდის მიღმა არიან ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკაშვილი არის კარგი რესურსი შიდა ძალებთან დასაპირისპირებლად. მისივე განცხადებით, ფინასური დინებების გაკონტროლება არის მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია უკრაინას და მის ახალ პრეზიდენტს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ საკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებიდან კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი კორპორაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ნელ-ნელა ყველაფერს დაიქვემდებარებს. „ეს სქემა შესთავაზა მან ღიად უკრაინელ ხალხს. ეს არ არის მხოლოდ ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა, არამედ ეს არის სილის გაწვნა, პირველ რიგში, უკრაინელებისთვის“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნვა უკრაინელებისთვის ცუდი შედეგით დამთავრდება. მისივე განცხადებით, არსებობს დეტალები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ უკრაინის ისტებლიშმენტმა, არამედ სპეცსამსახურებმაც. „საინტერესოა, რა პასუხი აქვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს ამ ფაქტზე: 2008 წლის 9 აგვისტომდე ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ რუსეთი შემოსულია საქართველოში. ჯერ კიდევ ივლისში, იმის მაგივრად, რომ უშიშროების საბჭოსთვის მიემართა სააკაშვილს, რომ აგრესია რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილია და განხორციელდება, ნაცვლად იმისა, რომ ხალხი გამოეყვანა იქედან, ის წავიდა იტალიაში პუტინის წარმომადგენლის რჩევით. იქედან ჩამოსულმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი რუსეთს არ აინტერესებს. 6-7 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ თითქოს მოსკოვში გაოცებულნი იყვნენ, რა უნდოდა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, კოკოითს. ზუსტად ამ დროს რუსეთის შენაერთები უკვე საქართველოში იყვნენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშრებით მოლაპარაკებები წარემართა, თბილისში რუსთაველის გამზირზე „ტაშ-ფანდური იყო გამართული“.
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)