|
2020-04-26 10:14:23, 2166 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის სიხარული, რომ თითქოს ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ინფიცირებული, ვიდრე სტატისტიკაშია ასახული, საფუძველს მოკლებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპოზიციის იმ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოში კოვიდვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გამოქვეყნებული სტატისტიკაზე უფრო მეტია. მისი თქმით, მათი განცხადებები საფუძველს მოკლებულია. „საფუძველს არის მთლიანად მოკლებული ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ოპოზიციის მხრიდან. ალბათ არც ღირს მათი განცხადებების კომენტირება, რადგან რეალურად საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ყველაფერს ნათლად ცხადყოფს ის რიცხვები, რომლებიც ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. მთავარია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რადგან სრულ ტესტირებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, გერმანიშიც კი მხოლოდ მოსახლეობის 2% გატესტილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაძლევს სურათის აღთქმის საშუალებას, საქართველოს კი რაც შეეხება, ჩვენთან 300-ჯერ და 400-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია ხსენებულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ეს იძლევა საკმაოდ ნათელ სურათს და გვეუბნევა იმას, რომ ჩვენი ექიმების ძალისხმევა და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა არის აბსოლიტურად შედეგიანი. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოთმინებით ასრულებენ ექიმების და ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ნებისმიერ საზოგადოებაში საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს წყდება რაიმე ტიპის აგრესიული და პოლიტიკური თავდასხმები. „ზოგადად ნებისმიერ ჯანსაღ საზოგადოებაში თუ არის წარმოდგენილი ოპოზიციის ჯანსაღი სეგმენტი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს წყდება რაიმე ტიპის აგრესიული და პოლიტიკური თავდასხმები. სამწუხაროდ ამ კუთხით გამონაკლისია ქართული პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიცია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, მეთვალყურეობა და დაკვირვება ჭირდება ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ აბსოლიტურად საფუძველს მოკლებულ კრიტიკას ექიმების და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიმართ, მათ შორის შეზღუდვების მიმართაც. გახსოვთ, რომ კამპანიაც კი დაიწყეს შეზღუდვების წინააღმდეგ, ამ დროს კი შეზღუდვებია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს. წმინდა წყლის პოლიტიკური მოროდიორობაა, როდესაც აბსოლიტურად უსაფუძვლო თავდასხმებით გამოირჩევი როგორც ექიმების, ასევე კონკრეტული ზომების და ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)