|
2020-04-25 21:15:17, 1563 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანიის მეორე ეტაპი მომავალი კვირიდან დაიწყება
დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერია პირველ ეტაპზე, სოციალურად დაუცველ 8 000 მარტოხელა ხანდაზმულს დაეხმარა. როგორც პანდემიის წინააღმდეგ მერიის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას ილია ელოშვილმა აღნიშნა, სოციალური პროექტი გაგრძელდება და მომავალი კვირიდან ნობათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყება. „უფასო სასადილოების ბენეფიციარებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტის დარიგების პარალელურად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ჩაითვალა 70 წელს გადაცილებული მარტოხელა, სოციალურად ყველაზე უფრო დაუცველი მოხუცები. პირველ რიგში, დავიწყეთ სიების შედგენა და აღმოჩნდა, რომ ათივე რაიონში ასეთი კატეგორიის დაახლოებით, 8 000 ადამიანი გვყავდა. დავიწყეთ მათთვის არამალფუჭებადი პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, რომ სახლიდან ნაკლებად გამოსულიყვნენ. სპეციალისტებთან ერთად, შევიმუშავეთ სპეციალური მენიუ, რომელიც შედგებოდა დაახლოებით, 15 პროდუქტისგან. ასევე, წითელ ჯვართან ერთად ავამოქმედეთ კიდევ ერთი პლატფორმა. კერძოდ, დიდ სუპერმარკეტებში ნებისმიერ მყიდველს შესაძლებლობა მიეცა, რომ ამ პროდუქციიდან ნებისმიერი რამ შეეძინა, სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. შემდგომში ამ ყველაფერს ერთ ნობათად ვკრავდით და დაახლოებით, 19 პროდუქტისგან შემდგარ პაკეტს ვაწვდიდით მოწყვლად ჯგუფებს. მეორე მხრივ კი მოვუწოდეთ ბიზნესს, რომ სწორედ ამ შედგენილი მენიუს მიხედვით მოეწოდებინათ ჩვენთვის მსგავსი ტიპის პაკეტები. ამას ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დიდ სუპერმარკეტებში დაახლოებით, 6000-ზე მეტი პაკეტი შეგროვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ 20 000-დან 30 000-მდე მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანა სოციალურ კამპანიაში. გარდა ამისა, ბიზნესსექტორმა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთ მათგანს რთული პერიოდი აქვს, მაინც შეძლო ჩვენი თანადგომა. მათი მხრიდანაც მოხდა დაახლოებით, 10 000-მდე ამგვარი პაკეტის მობილიზება, რომელიც მოქალაქეებს უკვე დაურიგდათ. ორშაბათიდან გავაგრძელებთ ამ პროექტს და შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანები მსგავს ნობათებს უკვე მეორედ მიიღებენ“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა. თბილისის მერის მოადგილემ დედაქალაქის მერიისა და ათივე გამგეობის თანამშრომლებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. „გარდა ამისა, მიმდინარე მოვლენების გამო, მოქალაქეები სოციალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ მათ მივეცით საშუალება, რომ ცხელ ხაზზე, სოციალური მედიის საშუალებით დაგვკავშირებოდნენ და თუ დავრწმუნდებოდით, რომ საჭიროებდნენ დახმარებას, ამას ვაკეთებდით კიდეც. გამგეობებისგან ათასობით მსგავსი დახმარება არის გაცემული, რაზეც ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამაში იყო ჩართული. მერიის ათასობით თანამშრომელი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ეს კამპანია ჩატარებულიყო. ისინი ფიზიკურად შრომობდნენ. ჩვენ არავისთვის დაგვიძალებია ამის კეთება. პროდუქციის დახარისხების და დარიგების საქმეში თავისი სურვილით ჩაერთნენ, როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე მოხალისეები და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიამ თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი ოჯახების და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების ნივთებისა და მედიკამენტების დარიგება დაიწყო. აქცია ახლგაზრდა მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების, წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს. ბიზნესკომპანიების, ასევე მოქალაქეების მხრიდან გამოხატული ქველმოქმედების სურვილის გათვალისწინებით, თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში დაიწყო პროდუქტების დახარისხება. მსურველებს სწორედ აღნიშნულ მისამართზე მიაქვთ პროდუქტები, რომლებიც შემდეგ დახმარების სახით საჭიროების მქონე ადამიანებზე ნაწილდება. გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, დიდ ჰიპერმარკეტებში შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ. ეს ჰიპერმარკეტებია: „აგროჰაბი“, „კარფური“, „სმარტი“ და „გუდვილი“. აღსანიშნავია ისიც, რომ საჭირო პროდუქტების დახარისხების და მოქალაქეებისთვის გადაცემის პროცესში ჩართული არიან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ სპეციალურად დატრენინგებული, როგორც თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლები, ასევე მოხალისეები. პროდუქტების შეგროვება, დახარისხება და დარიგება ყველა საჭირო რეკომენდაციის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)