|
2020-04-23 14:11:34, 1881 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები შესაბამის ორგანოებს მიმართავენ თხოვნით, რომ სწავლის გადასახადზე შეღავათები დააწესონ
სტუდენტები შესაბამის ორგანოებს მიმართავენ თხოვნით, რომ სწავლის გადასახადზე შეღავათები დააწესონ. მათი თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო სტუდენტებს საშუალება არ აქვს გადაიხადონ გადასახადი, უნივერსიტეტები კი ითხოვენ გაზაფხულის სემესტრის გადასახადის ჩარიცხვას. სტუდენტები გამოდიან შემდეგი მოთხოვნით, რომ იმ სტუდენტებს, ვისაც არ აქვთ გადახდილი სასწავლო გადასახადის დარჩენილი ნაწილი , არ მოეთხოვოს მათი გადახდა ან გაუნახევრდეთ. განახევრების შემთხვევაში - განახევრებული თანხის გადახდა არ დაეკისროთ სტუდენტებს მანამ, სანამ არსებული მდგომარეობა არ დარეგულირდება; ასევე მოითხოვენ, დაუყონებლივ, შემუშავდეს შესაბამისი განკარგულება, რომლის საფუძველზე უნივერსიტეტებს დაევალოთ, სტუდენტის მიმართვის შემთხვევაში - გადაუნაწილონ აღნიშნული გადასახადი გრაფიკით გათვალისწინებულ მომდევნო სემესტრულ გადასახადებზე. ხოლო, ვისაც უკვე აქვს გადახდილი სახ. უნივერსიტეტის სასწავლო გადასახადი, გადაუნაწილდეს მას უკვე გადახდილი თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ მომდევნო სემესტრულ გადასახადებზე. „ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა „განათლების თავისუფლება“ შეიმუშავა პეტიცია , რომელმაც მოაგროვა 5000 ხელმოწერა. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით თქვენ იმ იმედით, რომ მიიღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებას და დაეხმარებით სრუდენტებს COVID-19 -დან გამომდინარე შექმნილ საგანგებო სიტუაციის თანმდევ პრობლემებთან ბრძოლაში. ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის უსაფრთხოებას ჯანმრთელობის მხრივ და ვირუსის პრევენციას. COVID-19 ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. საგანგებო მდგომარეობამ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შეუზღუდა მათ შორის შრომის თავისუფლება. ა/წ 21 მარტიდან შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. ყოველივე ზემოთ ხსენებული ფაქტის გათვალისწინებით სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გაზაფხულის სემესტრის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადი, რაც ალოგიკურია შემდეგი მიზეზებით: 1. სტუდენტების სამსახურის დაკარგვა არ მოხდა ჩვენი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, არამედ იყო ამის აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო; 2. გადასახადი უნდა შეესაბამებოდეს ხარისხს. მიღებული განათლების ხარისხი სრულიად არ შეესებამება იმ თანხას, რის გადახდასაც გვთხოვენ. 3. შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუდენტები ვეღარ ვსარგებლობთ იმ საუნივერსიტეტო სერვისით სრულად, რაშიც თანხას ვიხდით. 4. სასწავლო გადასახადი არ არის მხოლოდ ლექტორების შრომის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, ეს არის ღირებულება, რითაც სტუდენტები აფასებენ უნივერსიტეტს, გარდა იმ მთავარი საგანმანათლებლო სიკეთისა, რასაც ის გვაწვდის. ამიტომაც, მოგმართავთ თხოვნით, საჭირო სამინისტროებთან და ორგანოებთან თანამშრომლობით, შეიმუშავოთ სპეციალური გეგმა, რომლის განხორციელების საშუალებითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებილი იქნება სტუდენტების მოთხოვნა, მოხდება მათი უფლებების დაცვა და ამავე დროს მინიმუმადე იქნება დაყვანილი უნივერსიტეტების ფინანსური ზარალი. ჩვენი მოთხოვნები: 1. იმ სტუდენტებს, ვისაც არ აქვთ გადახდილი სასწავლო გადასახადის დარჩენილი ნაწილი , არ მოეთხოვოს მათი გადახდა ან გაუნახევრდეს. განახევრების შემთხვევაში - განახევრებული თანხის გადახდა არ დაეკისროთ სტუდენტებს მანამ, სანამ არსებული მდგომარეობა არ დარეგულირდება; დაუყონებლივ, შემუშავდეს შესაბამისი განკარგულება, რომლის საფუძველზე უნივერსიტეტებს დაევალოთ, სტუდენტის მიმართვის შემთხვევაში - გადაუნაწილონ აღნიშნული გადასახადი გრაფიკით გათვალისწინებულ მომდევნო სემესტრულ გადასახადებზე. 2. ვისაც უკვე აქვს გადახდილი სახ. უნივერსიტეტის სასწავლო გადასახადი, გადაუნაწილდეს მას უკვე გადახდილი თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ მომდევნო სემესტრულ გადასახადებზე“, - განაცხადეს სტუდენტებმა“, - განაცხადეს სტუდენტებმა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)