08:00 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 10:03:26, 1077 ნახვა

საზოგადოება
საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლოვანი და კენკროვანი კულტურების ბაღების  გაშენება შეუფერხებლად მიმდინარეობს. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა შალამბერიძე,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში  ლურჯი მოცვის  ახალი ბაღის გაშენების  პროცესს  გაეცნო.

ადგილობრივმა ფერმერმა ჯენერ ბელქანიამ  სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“  ფარგლებში    75,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება  5 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის მიიღო. ბაღების მოდერნიზაციისთვის ისარგებლა ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით 175,000 ლარის ოდენობით.

„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. ფერმერები უსაფრთხოების წესებს იცავენ და იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს“, -განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები  ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დარგობრივ საკითხებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებითაც უწევენ  კონსულტაციებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ბაღების კომპონენტში გაშენებული ფართობი, ქვეყნის მასშტაბით,  9,277 ჰა-ს შეადგენს. კენკროვანი კულტურების  ქვეკომპონენტის ფარგლებში,  376 ფერმერს 100% დაუფინანსდა 136 ჰა-ზე კენკროვანი კულტურების გაშენება, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  დაფინანსებულია 48 ჰა-ზე მეტი კენკროვანი ბაღის გაშენება, სახელმწიფო დაფინანსების მოცულობამ  შეადგინა 1,903,352 ლარი.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი