|
2020-04-20 18:53:28, 1609 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი სამი-ოთხი კვირა რთული იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი სამი-ოთხი კვირა რთული იქნება. ამის შესახებ მან "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა. როგორც გამრელიძემ აღნიშნა, შიდა გავრცელების დაწყებიდან შემდეგი 7-8 კვირა რთულია ხოლმე. „ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 93 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილია. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4 782 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 503 პაციენტია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)