|
2020-04-18 12:27:02, 1520 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება - ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთის გადაყიდვის სავარაუდო მცდელობა დაფიქსირდა
„ჯორჯიან ეარვეისის“ ვარაუდით, საქართველოს მოქალაქემ ბერლინი-თბილისის რეისზე, ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა სცადა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია. კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა მიმდინარე წლის 12 აპრილის ბერლინი-თბილისი რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე. კერძოდ, კომპანიის ვარაუდით მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად, იმყოფებოდა საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით მომხმარებლისთვის დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. როგორც ცნობილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრულ რეისებზე, რომელიც ემსახურება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას, დადგენილია სამგზავრო ბილეთის ზღვრული ფასი -199 ევრო და ყოვლად დაუშვებელია მოხდეს მათი სხვა ფასში რეალიზება. კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით მან მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი. როგორც კომპანიაში „ჯორჯიან ეარვეის“ განმარტავენ, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია. კომპანია მზად არის ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან შემთხვევის შემდგომი გამოძიების მიზნით“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)