|
2015-08-13 15:32:54, 608 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე, ხელის გაშვერას სხვაგან არ დავიწყებდი
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძის შეფასებების საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა. "მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან. ვინაიდან ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი, ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეროვნული ბანკი სრულიად დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებებში არავინ ერევა. "არასდროს არავის მხრიდან კითხვა არ დასმულა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა. კითხვები დასმული იყო მის მოცულობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება და არავინ არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)