17:48 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 12:12:16, 753 ნახვა

ეკონომიკა
წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 21 აგვისტოს გამოქვეყნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics