|
2020-04-15 10:44:24, 2671 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ელჩმა ყურადღება ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად მიღწეულ ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებზე გაამახვილა. კელი დეგნანმა შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებელი მიწოდების და მარაგების კონტროლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგად, ქვეყანაში არ შექმნილა სურსათით და პირველადი საჭიროების პროდუქციით უზრუნველყოფის პრობლემა. ელჩმა შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებაში საზოგადოების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან დავითაშვილმა საქართველოში Covid 19-ის გავრცელების შედეგად შექმნილ ვითარებაზე და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) აგრარული დარგის განვითარებაში გაწეული მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)