17:57 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 10:42:41, 1388 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო 1050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დაეხმარება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს გადასცემს.

1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარების მიზნით,  სააგენტოს ბიუჯეტში 100 000 ლარამდე გამოიყო.

ამ ეტაპზე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით,  დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები მიიღებენ.  ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა  ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.   

ნობათისა და ჰიგიენური საშუალებების  დარიგება, როგორც თბილისში ისე საქართველოს ყველა რეგიონში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით დღეიდან დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics