|
2020-04-13 15:51:44, 1265 ნახვა
კომენტარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებითი 6 რეისის განხორციელებას გეგმავს, დაემატა ორი ახალი მიმართულებაც
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეავანდელ საკოორდინაციო საბჭოზე დამატებითი რეისების განხორციელებაზე იმსჯელეს. მან 6 ახალი რეისის თარიღი გააცნო საზოგადოებას, რომელიც ამსტერდამის, პარიზის, თელ ავივის, რომის, ბარსელონასა და ვარშავის მიმართულებით დაიგეგმა. „დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელეთ დამატებითი რეისების განხორციელებაზე, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია უაახლოესი რეისების განრიგი არის შემდეგნაირი: 14 აპრილს განხორციელებდება რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით, 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილს თბილის-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილის. დღევანდელ საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატოს და მინდა გაუწყოთ რომ 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს განხორციელედება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის ორი ახალი რეისი რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება დაბრუნდნენ სამშობლოში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს
ძლიერი ქარის და ტურბულენტობის გამო ბორტზე რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ბერლინი ქუთაისის რეისმა ფრენა შეწყვიტა და თბილისში დაეშვა
„როსსტატის“ გაჟონვამ უკრაინასთან ომში თითქმის 500 000 რუსის დაღუპვის შესახებ მონაცემები გამოავლინა
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



