|
2015-01-26 19:21:32, 1278 ნახვა
საზოგადოება
ხვალ წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლოცვას დღეს საღამოს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მართავს. მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ. ლოცვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქი ხვალინდელი სადღესასწაულო საღმთო ლიტურგიის გამართვის ადგილს გამოაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)