|
2020-04-02 18:10:39, 1491 ნახვა
საზოგადოება
#თიბისიშენთვის - დაეხმარე შენთვის საყვარელ ქართულ ბიზნესს
#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის. „თიბისის“ და ვენდუს ერთობლივი ინიციატივით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ. დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ"; ჰოსტელი - „შავი პომიდორი"; ღვინის კომპანია - „ჟუჟუნა"; ბარი - „მეობა"; კაფე - „თონე"; „ჩიკატაი"; სამაგიდო თამაშების კლუბი - „წიბახა" და სხვა. „თიბისი შენთვის" პროგრამის ფარგლებში, ყველა ადამიანს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს მისთვის საყვარელ ქართულ კომპანიას. ჩვენ ყველანი ვდგავართ გლობალური გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ბიზნესის დახმარება ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ წამოწყებაში, რომ ერთმანეთის თანადგომით ქართულ ბიზნესებს გავუწიოთ დახმარება" , - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. „Vendoo აცნობიერებს, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებსაც არსებული სიტუაციის გამო დროებით მოუწიათ მუშაობის შეჩერება. გვინდოდა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული ბიზნესებისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. სწორედ ამას ემსახურება პლატფორმის შექმნა. იმედი გვაქვს, ბევრი მსურველი გაერთიანდება საყვარელი კომპანიების დასახმარებლად და ამ გამოწვევის გადალახვას ერთობლივად შევძლებთ", - იმედა იმედაშვილი, ვენდუს მარკეტინგის დირექტორი. #თიბისიშენთვის მომხმარებლეს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)