06:50 - 06 Jul, 2020
2020-03-29 18:02:49, 804 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - PCR ტესტებით ესპანეთში ცუდი შედეგი მიიღეს, ჩვენ ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ ქვეყანაში სხვა ტესტები შემოვა

PCR ტესტებით ესპანეთში ცუდი შედეგი მიიღეს, ჩვენ ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ ქვეყანაში სხვა ტესტები შემოვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარია ის, რომ pcr ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს.

„უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან. ამ კონკრეტულ ტესტებს რაც შეეხება, ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მსგავსი პრობლემებია. ესპანეთში ცუდი შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. PCR ტესტების მარაგი გვაქვს ამ ეტაპზე. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ pcr ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics