01:44 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 14:58:54, 2092 ნახვა

საზოგადოება
ილია II - მსოფლიო განსაცდელშია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვა ბოდბის ეპარქიის მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

ზიარების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლი დალოცა და თქვა, რომ მწუხარება სიხარულით შეიცვლება.

„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, - განაცხადა  ილია მეორემ.

ბოდბის მონასტერში მისული მრევლი წირვას მონასტრის მიმდებარედ დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა ზიარება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics