04:53 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 16:34:50, 1581 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე - პოლიტიკაში მრევენ, თავი დამანებონ, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი? გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები

„მე პოლიტიკოსი არ ვარ და სხვათაშორის, პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ოპონენტებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

იმნაძის თქმით, ქვეყანას დღეს სახლში ყოფნა სჭირდება.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ და სხვათაშორის, პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი. თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე... იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი? იმათმაც იციან.  ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ რა თავიანთ ადგილას, სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ბრაზობდა თუ არა ის პოლიტიკოსებზე, პაატა იმნაძემ უპასუხა „ძალიან კარგად იციან, ვისზეც ვილაპარაკე“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics