17:38 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 21:42:02, 274 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ

მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და არ გადაახვევინონ ქვეყანას ევროპული გზიდან,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და საქართველოში, "ქართული ოცნების" მიერ “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

"გასული კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან, გაიწვიოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". შარშან უკვე ვნახეთ შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან. ყველა ასაკის ადამიანს ხელში უჭირავს ქართული და ევროპული დროშები, რაც აჩვენებს მათ მტკიცე მხარდაჭერას დემოკრატიისადმი და საერთო ევროპული ღირებულებებისადმი. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს საჯარო პირობა მისცეს, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასდროს დაბრუნდებოდა.

მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი. როგორც გასულ წელს იყო, ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. თუ ეს კანონი მიღებული იქნება, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ამ კანონის მიღება ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხარდაჭერაზე ქართველი ხალხისადმი, რადგან ამ დახმარების ნაწილი ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება.

გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ქართველების მომავალი ევროპაშია. გასული წლის დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატს სტატუსმა უფრო დააახლოვა ჩვენი ურთიერთობები ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და არ გადაახვევინონ ქვეყანას ევროპული გზიდან", - განაცხადა ბორელმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
კობახიძე - მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია
ანდრია ბასილაია აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს
ცისკარიშვილი - უკვე ოთხი დღე გავიდა, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი,მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის გამოძიება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics