2024-05-04 16:37:57, 306 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია
საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას. „მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას. საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია. მოხარული ვარ, რომ მივმართე დელეგატებს და ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების გზებზე, რომელთა აქცენტირება ხდება მდგრადობასა და თანასწორობაზე", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ავტორი: ექსპრესნიუსი, ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|