13:03 - 16 May, 2024
2024-04-21 11:43:10, 372 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის დახმარების კანონპროექტი ბაიდენს გადაეგზავნოს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მიესალმება. სტოლტენბერგი სენატს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნოს. "ნატო-უკრაინის საბჭოზე მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის მომავალ სამხედრო მხარდაჭერაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის კუთხით. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნოს",- აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძის განცხადებით, ისანში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პრემიერი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა - კობახიძე ერდოღანს შეხვდება
კალაძე - თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა
კალაძის განცხადებით, გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად თბილისის მერია კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|