2024-05-16 12:40:47, 304 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ისანში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. „ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროსადენები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები; დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ასევე, საჭიროა გზის გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა, რათა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|