16:13 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 16:02:42, 367 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა ხელისუფლებაზე - მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააღვივებს პროტესტის მუხტს

 სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ "ფორმულას" ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების "უტიფარი განცხადებები" მოქალაქეებს კიდევ უფრო გააბრაზებს.

"სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში. ეს დავინახეთ მათ შორის არ შემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც მიმართა დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე და ასევე იმაში, რომ დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ბრაზი გადაუვლის საზოგადოებას, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში",- ამბობს ბოკუჩავა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო
ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, ცვლილება მესამე მოსმენისთვის ფარულად შეიტანეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics