2024-05-02 15:07:35, 239 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს
თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ „პრობლემა არის ხელისუფლებაში, რადგან არც ევროკავშირში და არც ევროპარლამენტში მოკავშირე არ დარჩათ“. კალაძის თქმით, ევროპა მისთვის ღირებულებებია და არა „ამჟამინდელი ბიუროკრატები". „12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს - შესრულდა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამის საჭიროება, რადგან იმ ქვეყნებზე გაცილებით წინ ვართ ყველა ასპექტში, ყველა კრიტერიუმით, ვისაც სტატუსი მისცეს. „დაჩმორებასა“ და შეურაცხყოფაზე რომ ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული მაგალითია - შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც იკადრეს საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებაში. ესეც მარტივია: პოლიტიკური მიზნით უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, რომ არეულობა მოეწყოთ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კარგები ხართ, იმსახურებთ ევროპას, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო... ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს არიან, ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ჩემთვის ევროპა არის ღირებულებები, რითაც ვცხოვრობ მე და ჩემი ოჯახი. ასე მინდა იცხოვრონ ჩემს ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა და მივდივართ ზუსტად იმისკენ, რომ ეს ევროპული ღირებულებები გავაძლიეროთ და ძლიერი სახელმწიფოთი გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო დაკეტილია
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|