11:25 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 13:25:22, 245 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა წლების განმავლობაში  მხარეთა შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. 

"განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, შშმ პირთა უფლებებისა და  სოციალური სერვისების განვითარების მექანიზმები,  ასევე ისაუბრეს მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალურ დონეზე შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნასა და მხარდამჭერი სერვისებს, რაც  შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, შშმ პირთა უფლებების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და თანამშრომლობა,რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება მნიშვნელოვანია",- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო, დაკეტილია
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics