2024-05-02 12:35:46, 311 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო - ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, „საფრანგეთი გმობს დემონსტრანტების მიმართ ძალადობას“.
„საფრანგეთი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში სიტუაციას. ის, გმობს დემონსტრანტების მიმართ ძალადობას, „უცხოური გავლენების შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს, მისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,