2024-05-02 03:09:44, 367 ნახვა
პოლიტიკა
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჰაკერული დაჯგუფება Anonymous ადასტურებს, რომ "ქართული ოცნებისა" და "პოს ტვ"-ის ვებგვერდები მათ წაშალეს. "Anonymous-მა წაშალა საქართველოს მმართველი პარტიის ვებგვერდი (http://gd.ge) და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია POSTV (http://postv.media) - რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს მარიონეტულ მთავრობას: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ უგულვებელყოთ ჩვენი მოთხოვნა, შეგეჩერებინათ პოლიციის სისასტიკე მომიტინგეების მიმართ და განაგრძეთ მათი შეურაცხყოფა და ზიანის მიყენება. თქვენივე საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ რესურსის გამორთვას. ეს არ არის მუქარა; ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერები და პროტესტი ჩაანაცვლებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|