2024-05-02 01:32:31, 325 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, არ ამართლებს რაც ნახა, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან. „ხელისუფლებას აქვს მშვიდობის ყველანაირი რესურსი. მინიმალური დაზიანებით რაღაც გადაცდომები მართლა არის ხოლმე. დღეს პრემიერ მინისტრმაც გააკეთა განცხადება, მართლა ძალიან არ მომწონს პოლიტიკოსი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ ვარგა ეს, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ამასობაში ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას. დღეს ვიღაცეებმა იკადრეს და კობა დავითაშვილს ადარებდნენ. კობა დავითაშვილს მიეპარენ, წაიყვანეს, სასტიკად სცემეს, როგორ შეიძლება ამის შედარება ერთმანეთთან? მაინც არ ვამართლებ რაც ვნახე, მის სახეს, მაგრამ აქეთ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, საშინელებაა, როგორი მოსათმენია? ჩვენ კიდე გამოგვიმუშავდა რკინის ნერვები, პოლიტიკოსები მე მგონი ადამიანებად აღარ ვიწოდებით, ნერვები აღარ გვაქვს, მაგრამ პოლიციელები არიან ადამიანები, როგორ გინდა ათასობით ადამიანიდან გააკონტროლო დედის გინებაზე და სახეში ფურთხებაზე? რთული ამბავია და შეიკავონ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-20 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|