2024-05-01 14:14:11, 269 ნახვა
სამართალი
იმერეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობისა და ე.წ. ჩოგან ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. "თევზჭერისას ასევე ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდა მოქალაქე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში მხინარე კოხზე. სამართალდამრღვევებს, ჯამში, 4 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული. ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა...ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|