11:53 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 16:54:59, 269 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომპსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორ ლიზა რაიტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

"მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე.

ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო დაკეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics