2024-04-30 09:04:28, 542 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიპერზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ რუსებმა ერთ-ერთ პოპულარულ, ბავშვებით, ძაღლებითა და მცხოვრებლებით სავსე ადგილს დაარტყეს, სადაც სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, 25 ადამიანი საავადმყოფოშია, მათ შორის 2 ბავშვი და ორსული ქალი.
„გოგონა, რომელიც ხუთი წლისაც არ არის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ 6 ზრდასრული ასევე იმყოფება ინტენსიურ მკურნალობაში“, - განაცხადა კიპერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,