2024-04-27 21:04:25, 456 ნახვა
სხვადასხვა
ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება პირდაპირ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ისაუბრა. "ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება, რომ პირდაპირ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ - წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი ამ მხარეს შეიძლება დადგეს. ბევრჯერ მითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო: ჩემთვის, თავისუფლებაზე დიდი უპირატესობა არ არის, იმიტომ რომ ღმერთმა მომცა მე ეს თავისუფლება, მე არ მინდა არავის მონა ვიყო, მე მინდა ერთადერთი, ქრისტეს მეგობარი ვიყო. მონობა და ადამიანი როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკობს და პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა, გათავდა, მე არ განვიხილავ ამას, თუ ევროპამ თქვა, ჩემთვის მიუღებელია. ევროპის ყველაზე მაგარმა ქვეყანამ, ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის - საბერძნეთმა, მიიღო რამდენიმე თვის წინ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ათონის მთა აქვთ, წარმოიდგინეთ, ყველა ნაბიჯზე ეკლესია დგას, მაგრამ ამ ქვეყანამაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა." -აღნიშნა შალვა კეკელიამ. ვაკის სამების მღვდელი კეკელია, ლაზარე გრიგორიადისის განთავისუფლების თემასაც შეეხო და ყოფილი პატიმარი გააკრიტიკა. "წარმოიდგინეთ, ადამიანები გვიქციეს გმირებად, რომლებსაც საკუთარი დედა და მამა არ უყვარს. პატარა ბიჭი, რომელიც ციხიდან გამოვიდა, ახალი გამოსული ხარ ციხიდან, საკუთარ დედას და მამას ხელი კრა, გააგდო, თავი დამანებეო. ეს ახალგაზრდა ბიჭი სულ ტელევიზორშია და გმირია, წარმოიდგინეთ“, - განაცხადა შალვა კეკელიამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-20 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|