2024-04-26 13:35:29, 262 ნახვა
სამართალი
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 1988 წელს დაბადებული მ.მ. და 2000 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.მ. და ზ.მ, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), შსს - დერილ შოლცი არ დაგვიკავებია და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი
აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|