2024-04-19 16:35:43, 331 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, კანონპროექტის წინააღმდეგ "დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს". "საქართველოში ახლა დემონსტრაციები მიდის და იქ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ურბილესია. აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში გათვალისწინებულია ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ შენ მიიღე ფული, ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაცა ცუდს აკეთებ. საქართველოში კი უბრალოდ დაფინანსების 20%-ზე მეტს თუ უცხოეთიდან იღებს ორგანიზაცია, ამის შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსოს", - განაცხადა ლავროვმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|