2024-04-17 09:38:19, 278 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური/ფისკალური პარამეტრები და მონეტარული პოლიტიკის საკითხები. „როგორც აღინიშნა, გასული წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის და მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესწორდა ზრდის მიმართულებით და ამჟამად 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. საუბარი შეეხო სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობას და ამ მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|