21:09 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 20:12:32, 341 ნახვა

სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან

13 აპრილს, 13.00 საათზე, ამბროლაურში, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. 

მისამართი: თამარ მეფის ქუჩა, 1; ამბროლაურის კულტურის ცენტრი




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუდუ ზივზივაძე - ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც საქართველოს მომავლისთვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ - არა რუსეთს
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზა გადაკეტეს
პარლამენტთან, სადაც აქციაა დაგეგმილი, მოქალაქეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics