2024-03-23 10:12:11, 601 ნახვა
Lifestyle
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონს სიმსივნე აღმოუჩინეს, იგი ქიმიოთერაპიას გადის
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა ახლა პრევენციული ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპებს გადის. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლეს სიმსივნე იანვარში ჩატარებული მუცლის ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს. სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი. ქეითმა ქიმიოთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო. პრინცესამ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მან თქვა: - ”რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი შოკი და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირადად გავუმკლავდეთ, ჩვენი ახალგაზრდა ოჯახის გულისთვის. როგორც წარმოგიდგენიათ, ამას დრო დასჭირდა. დრო მჭირდებოდა, რომ გამოჯანმრთელებულიყავი სერიოზული ოპერაციიდან და დამეწყო ონკოლოგიური მკურნალობა. მაგრამ რაც მთავარია, დრო გვჭირდებოდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ისე აგვეხსნა, როგორც მათ შეეფერებოდათ და დაგვერწმუნებინა, რომ კარგად ვიქნებოდი. მე ვუთხარი მათ, რომ ჯანმრთელი ვარ და დღითი დღე ვძლიერდები, ფოკუსირებას ვაკეთებ იმაზე, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში“, - თქვა 42 წლის პრინცესამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|