2024-03-13 17:12:31, 433 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ მიმდინარეობს
მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ სახმელეთო და საზღვაო სწავლების კომპონენტებით მიმდინარეობს. ქართველმა და უცხოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საზღვაო სწავლება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოკავშირე ძალებმა შავ ზღვაში კონტრაბანდული ტვირთის გადამზიდი გემის შეჩერების, რეიდის, ჩხრეკის, მძევლის გათავისუფლების, ეკიპაჟის დაკავებისა და ტვირთის ამოღების ოპერაციები განახორციელეს. "სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გადიან", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-20 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|