2023-12-18 11:13:06, 624 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში „თავდაცვის კოდექსზე“ ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსი უწყებაში არეგულირებს სამართლებრივ სფეროს. მინისტრმა განაცხადა, რომ გათვალისწინებულია ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება და მორგებულია საქართველოს რეალობას. მან, შვედეთის მაგალითზე, „ნებაყოფლობითი ვალდებულების“ პრინციპზეც გაამახვილა ყურადღება. „კონკრეტულ ჯგუფებს უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, ჩვენ ტოტალურად ყველას გავიწვევთ ჯარში. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც შეიძლებოდა მარტივად ინტეგრირებულიყო ჩვენს რეალობაში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნების, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიისა და ფინეთის. შვედებს აქვთ ასეთი ტერმინი - „ნებაყოფლობითი ვალდებულება“, რომელიც გულისხმობს ჯარისგან თავის არიდების მექანიზმების ჩაკეტვასა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის პირობების გაუმჯობესებას“, - თქვა ბურჭულაძემ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასაწვევ პირთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებზე და გასაწვევ პირებს სთავაზობს მოქნილ პირობებს. „ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი. კონვერსიული შესაძლებლობების პარალელურად, უნდა განვავითაროთ სამოქალაქო თავდაცვა, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ წელიწადში, დაახლოებით, 5 ათას წვევამდელს გადავამზადებთ. ეტაპობრივად მივაღწევთ იმას, რომ გვეყოლება ძლიერი რეზერვი“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების შესახებაც გაამახვილა ყურადღება. „წვევამდელის ანაზღაურება იყო 60 ლარი, 2025 წლიდან კი, 600 ლარი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვევამდელებს გადაამზადებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და ისინი მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის ფუნქციებს შეასრულებენ. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა კონკრეტული ჯგუფის მიერ წარმოებულ გაწვევების საწინააღმდეგო კამპანიაზეც და აღნიშნა, რომ სამართლებრივ ხარვეზებზე უწყებას მყისიერი რეაგირება ექნება. „თუ იქნება მცდელობა, რომ გაწვევის წინააღმდეგ კიდევ ახალი სამართლებრივი მექანიზმი მოიგონოს რომელიმე ჯგუფმა, ამაზე გვექნება ძალიან სწრაფი რეაგირება“, - აღნიშნა ბურჭულაძემ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო დაკეტილია
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|