11:25 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 23:40:03, 1768 ნახვა

Lifestyle
ცნობილი რეპერის P.Diddy-ის ყოფილმა ცოლმა იგი შეურაცხყოფასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა

სარჩელი მომღერლის წინააღმდეგ RnB-ის მომღერალმა კასიმ, იგივე კასანდრა ვენტურამ შეიტანა. მისი თქმით, შონ კომბსი მას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ექვემდებარებოდა "შეურაცხყოფას და გიჟურ მოთხოვნებს".

ცნობილი რეპერი შონ კომბსი, უფრო ცნობილი, როგორც პაფ დედი, პ.დიდი ან უბრალოდ დიდდი, ბრალდებულია „სქესობრივი ძალადობისა და ძალადობის წლების განმავლობაში“.

სარჩელი მომღერლის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, RnB მომღერალმა კასიმ, იგივე კასანდრა ვენტურამ შეიტანა.

სარჩელის თანახმად, მან „შეიყვანა იგი ნარკოტიკებით გაჯერებულ ცხოვრების წესში“, მათ შორის აიძულა სხვა მამაკაცებთან სექსი და სასტიკად ცემა და გააუპატიურა. ისინი 2018 წელს დაშორდნენ.

კომბსის ადვოკატმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და მათ "შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი" უწოდა.

P. Diddy, სამი გრემის ჯილდოს მფლობელია, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპ არტისტი ისტორიაში. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ის 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითი გახდა.

ოთხი კავშირიდან შვიდი შვილი ჰყავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
The Times of Israel - სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა - საელჩო შემთხვევის გამო, დაკეტილია
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics