2023-09-30 14:53:46, 1144 ნახვა
სპორტი
ირაკლი ბურჭულაძე - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით
ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და იმის აღიარება, რომ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებს უდიდესი პოტენციალი აქვს. დავიმსახურეთ საერთაშორისო ექსპერტების ნდობა, აღიარება, შესაბამისად, ფრირაიდის მსოფლიო ტურსაც ღირსეულად ვუმასპინძლებთ, ისე, როგორც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 2024 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ლინკევიჩუსი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ქართველი ხალხის ნების გამო მიენიჭა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|